LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 000 ევრო პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

218
Untitled design

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.

მთავრობის სტრატკომი: რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა

ანზორ ჩუბინიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს.

შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.

წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

„თუ პრემიერმა გადაიხადა, ვნახოთ მისი დეკლარაცია, თავი ძლივს გააქვს, მამამისი უხდის ფულს – იმდენად შეერყა რეპუტაცია, „ოცნებამ“ თავად უნდა გადააყენოს, ოპოზიცია რატომ ვეხმარებით?“ – იაგო ხვიჩია 

ცნობისათვის, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში აირზენამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

ამავე თემაზე:

„ღარიბაშვილმა შვილის უძვირესს ამერიკულ სასწავლებელში წაყვანისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა“ – „ლელო“ პრემიერის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის

ღარიბაშვილი: „ყოფილი ხელისუფლება, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებსაც სწავლას ბიუჯეტიდან უფინანსებდა.. 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ვასწავლეთ“

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა 

კახა კალაძე – ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში ბიუჯეტიდან ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება, საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, შვილის სწავლის დაფინანსება

“პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს” – NGO-ები განცხადებას ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g