LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სამინისტრო: დავალიანება კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც გაუნულდებათ, რომელთაც სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ

133
Untitled design (5)

პრემიერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ​უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო უნივერსიტეტების, სტუდენტებს, რომელთაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო დაიწყებენ აქტიურ მუშაობას უნივერსიტეტებთან. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ და შეუერთდებიან სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. სამინისტროები შეიმუშავებენ საჭირო რეგულაციებს, რათა შეიქმნას შესაბამისი პირობები სტუდენტებისთვის დაგროვებული დავალიანების გასანულებლად.

მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვა პრობლემას წარმოადგენდა – ხშირად ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტები იჩერებდნენ სტატუსს. დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში ასეთი დაახლოებით 30 000-მდე საქართველოს მოქალაქე სტუდენტია, რომელთაც ახალი გადაწყვეტილების შედეგად, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ…

Posted by განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო on Friday, September 15, 2023

 

 

magti 5g