ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში ბუნიაობაზე წერს და აღნიშნავს, რომ 23 სექტემბერი “უძლიერესი დღეა”.
ამ დღესთან დაკავშირებით ასტროლოგი რამდენიმე რეკომენდაციას გვიზიარებს.
“ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს უძლიერესი დღეა, შემოდგომის ბუნიაობაა!!!
დღე-ღამე თანაბარია და საუკეთესო სურვილების ჩაფიქრება და მატერიალიზაციაა შეძლებელი! ამაზე დეტალურ პოსტს დავდებ ძალიან მალე. მანამდე კი მოასწარით გენერალური დასუფთავება თქვენი აზრებისა და ფიქრებისა. ასევე, ბინის, ოფისის…. ყველა ზედმეტი ,,ხლამის” გატანა მოასწარით, რათა გამოათავისუფლოთ და დაახვედროთ ადგილი, რათა საუკეთესო ენერგიები შემოედინოს თქვენს ცხოვრებაში და ადგილსამყოფელში, მაგრამ თუ არ გამოათავისუფლებთ ამ ადგილს ისინი ვერ შემოედინება და თქვენი ცხოვრება ისევ ძველ წრეზე გაგრძელდება.
ყველას ბედნიერება გქონოდეთ”, – წერს მიხეილ ცაგარელი ფეისბუქში.