„გირჩის“ პროდიუსერი ანა ნოდია დაქორწინდა. ანას რჩეული ირაკლი ციხელაშვილია.
ლამაზი ქორწილის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ჩვენი ქორწილის დღე“, – წერს ანა და ქორწილის კადრებს ავრცელებს.
ქორწილის შესახებ წერს „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია.
„თანაშემწის მერე პროდიუსერიც გამითხოვდა, კიდევ მაქვს ვაკანსიები“. – წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში და დასძენს:
„დღეს ანა ნოდიას, „საქართველოს დაბადების“ პროდიუსერის ქორწილის დღეა, სუფრაზე ვზივართ და ვსვამთ.
2 წუთის წინ პატარძალი მოდის და მეუბნება, 10 წუთის წინ საინტერესო მონაკვეთი დავდე გადაცემის ფეიჯზე, თან ჩემი გემოვნებით შევამოკლე 40-დან 17 წუთამდე და ნახეო.
აქ ვერ ვნახავ, ქორწილია, მაგრამ გაგიზიარეთ მაინც.
უნას ბედნიერება ვუსურვოთ“.