LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმპტომები, რომლებიც ლეიკემიის დროს ჩნდება და საგანგაშო ცვლილებები სისხლის ანალიზში – ნინო შარაშენიძის რჩევები

713
ნინო-შარაშენიძე

ექიმმა ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სისხლის საშიშ დაავადებებზე ისაუბრა:

„კლინიკური ჩივილები, რაც ლეიკემიის დროს ადამიანს უჩნდება, სრულად არის გამოხატული სისხლში არსებული ცვლილებებით. გვაქვს ანემია, შესაბამისად გვაქვს კლინიკური ჩივილი, ადინამია, სიფერმკრთალე, სისუსტე, არის ლეიკოციტების რაოდენობრივი  შემცირება და პაციენტი მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ. ამბობს, რომ მთელი სეზონი ისე გაატარა, რომ არ გამოუტოვებია არც ერთი ინფექცია. ეს ისეთი დაავადებაა და დროის ისეთ სწრაფ მონაკვეთში ვითარდება, რომ კლინიკური ჩივილები თვალში საცემი ხდება და ეს არ ითვლის მრავალ თვესა და კვირას. ვინაიდან საუბარია ძვლის ტვინოვან სიმსივნეებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სისხლი იბადება ძვლებში. შემთხვევათა გარკვეულ პროცენტში, პაციენტებს ძვლების ტკივილის პრობლემა აქვთ. პაციენტები იწყებენ სიარულს ტრავმატოლოგებთან, ნევროლოგებთან და სწორედ აქედან ხვდებიან ჩვენთან, ხდება გადმომისამართება. ხშირია უმიზეზო სისხლჩაქცევები, როცა პაციენტი ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია, ტრავმა არ მიუღია და დიდი სილურჯე გაუჩნდა.

რაც შეეხება ლიმფომებს, ის შემთხვევათა მაღალ პროცენტში, სრულიად უსიმპტომოდ, ლიმფური კვანძის გადიდებით იწყება. თუ ლიმფური კვანძი ხილულია, არ უნდა დავიწყოთ მისი თვითმკურნალობა კომპრესებითა და სხვადასხვა მეთოდებით. ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად უკავშირდება სისხლის სისტემურ დაავადებებს. ზოგადად, ლიმფოიდური სისტემა, ეს არის ბარიერი, რომელიც ჩვენ გვიცავს ყველაფერი ცუდისგან, ის იღებს თავის თავზე პირველ დარტყმას. შესაბამისად ლიმფური კვანძების გადიდების უამრავი მიზეზი არსებობს, რომლის დიფერენცირებაც აუცილებელია“ – ამბობს ნინო შარაშენიძე გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“.

ნინო შარაშენიძე: „რომელი საკვები დაგვეხმარება ანემიის თავიდან აცილებაში?“

რაზე მიუთითებს ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში – ნინო შარაშენიძის რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g