LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 30%-მდე გაზარდა

130
ლირა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 500 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 30%-ს მიაღწია. აქამდე ის 25% იყო, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა ინფლაციური წნეხის დასაძლევად. აგვისტოში ინფლაციის დონემ 59%-ს მიაღწია. ანკარაში არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 65%-ი იქნება.

თურქეთის ცენტრალური ბანკის მხრიდან 5%-იანი ინტერვენცია სწორედ გაზრდილი ინფლაციით და გაუფასურებული ეროვნული ვალუტითაა განპირობებული. ამჟამად ერთი ამერიკული დოლარი ოფიციალური გაცვლითი კურსით 27.06 ლირა ღირს, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

magti 5g