ყოფილ მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან საეჭვო ფოტოების გავრცელების შემდეგ, ბენ აფლეკი მარტო სეირნობის დროს, ლოს-ანჯელესში გადაიღეს. მას „ამოჩემებული“ კუბოკრული პერანგი ეცვა, რომელშიც ოსკაროსანი მსახიობი მრავალჯერ გვინახავს. აფლეკის გულშემატკივრებმა აღნიშნულ პერანგს „დეპრესიული უნიფორმაც“ კი უწოდეს. ამ დღეს მსახიობი აშკარად უხასიათოდ იყო.
ცნობისთვის, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში აფლეკისა და მისი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ გარნერის ფოტოები გავრცელდა. ისინი მანქანაში ისხდნენ, ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს, ერთ მომენტში აფლეკმა გარნერს თავი მხარზე დაადო.
ჯეი ლო და ეს პერანგი ბენის მარადიული სიყვარულია – „ბენიფერის“ უახლესი ფოტოები