ამჯერად „ბენიფერი“ ლოს-ანჯელესის პარკში სეირნობისას გადაიღეს. მათთან ერთად კვლავ ბენის უმცროსი ვაჟი, სემუელი იყო, რომელიც მამასთან და ჯენიფერთან თავს შესანიშნავად გრძნობდა, ისინი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ და ბევრს იცინოდნენ.
რაც შეეხება წყვილს, ისინი ხელიხელჩაკიდებული სეირნობდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ. 52 წლის ჯეი ლო, როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა, ბენს კი ჩვეულებისამებრ საფირმო, კუბოკრულ პერანგი ეცვა.
ფოტო: „გაზაფხულის საღამოა მშვიდი“ – „ბენიფერის“ მორიგი ვოიაჟი