სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ბენ აფლეკი 28 წლის მოდელსა და ტელევარსკვლავს, ბრუკს ნეიდერს ხვდება. მას შემდეგ ინტერნეტსივრცე აჭრელდა ფოტოებითა და მათი რომანის შესახებ უამრავი ვერსიით.
თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ მოარული ხმები თავად ბრუკსმა უარყო. მან გამოცემა Deuxmoi-ზე, მათი რომანის შესახებ დაწერილ სტატიაზე დააკომენტარა.
„ბენ აფლეკი ცხოვრებაში ერთხელაც არ შემხვედრია“, – წერს მოდელი.
ცნობისთვის ჯეი ლოსთან განქორწინების შემდეგ, ბენი მედიისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად მხოლოდ ერთხელ გადაიღეს. აქვს თუ არა 53 წლის მსახიობს ვინმესთან რომანი, ოფიციალურად არ დასტურდება.
ფოტო: „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ – ბენ აფლეკი უცნობ ქალთან ერთად გადაიღეს


