LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მოოქრული აბაზანა და განსაკუთრებული საძინებელი – ექსკურსია „ბენიფერის“ ახლადშეძენილ „სასიყვარულო ბუდეში“

660
page

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა 17 წლიანი განშორების შემდეგ ურთიერთობა განაახლეს. ისინი მალე დაქორწინდებიან, მანამდე კი „ბენიფერმა“ „ბელ-ეირში“ 50 მილიონ დოლარად უზარმაზარი სახლი შეიძინა.

ფოტო/ვიდეო: როგორ დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „სიყვარულის ქრონოლოგია“

სახლი 20 000 კვადრატულ მეტრის გამწვანებულ ნაკვეთზეა აშენებული, საოცნებო სახლი 10 საძინებელ ოთახს, 17 სააბაზანოს, საბილიარდოს, სპორტულ დარბაზსა და კინოთეატრს აერთიანებს.

„ბენიფერის“ „სასიყვარულო ბუდეს“ ფოტოები სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით სააბაზანომ მიიპყრო, სადაც მოოქრული ჯაკუზი დგას, ორიგინალური დიზაინითაა გაფორმებული წყვილის საძინებელი ოთახიც, საიდანაც ქალაქზე საოცარი ხედი იშლება.

ჯეი ლო თხოვდება – „ბენიფერი“ კვლავ მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია

ფოტო: „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“ – „ბენიფერმა“ ესპანეთში გაინავარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები