შაკირას და ჟერარ პიკეს რომანი შორეულ 2010 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში წყვილს ორი ვაჟიშვილი შეეძინა, თუმცა ურთიერთობის დაკანონება მათ მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს.
მთელი ეს წლები ისინი აცხადებდნენ, რომ თავს არაოფიციალურ ურთიერთობაშიც კარგად გრძნობენ და მათ სიყვარულს დამადასტურებელი საბუთები არ სჭირდება. ამ დღეებში კი ფეხბურთელმა აღიარა, რომ ისინი ქორწილის გადახდას გეგმავენ.
ღონისძიების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ამჟამინდელი ცნობით, ქორწილი კოლუმბიაში, შაკირას სამშობლოში გაიმართება.