ტრაგიკული შემთხვევა ოზურგეთი-ბათუმის მაგისტრალზე – ტაქსის მძღოლი, რომელსაც აჭარაში მგზავრები გადაჰყავდა, საჭესთან შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მძღოლს გულის შეტევა ჰქონდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა თხრილში გადავარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, სოფელ ლიხაურის მკვიდრი, 68 წლის მამაკაცი, დავით ვასაძე გარდაცვლილი დახვდა.
გამოცემის ცნობით, გადარჩნენ ტაქსიში მჯდომი ახალგაზრდა დედა და შვილები.
„არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალიან მოწესრიგებული, კაცთმოყვარე, კარგი ოჯახის წინამძღოლი. დასანანია მისი ასე ტრაგიკული სიკვდილი“. – ამბობენ თანასოფლელები.