ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ვაშლოვანში, ერთ-ერთ ბეტონის გადამამუშავებელ საამქროში დასაქმებული 25 წლის მამაკაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.