„როცა სჭირდებათ, პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან, რომ რაღაც სამაგათოდ არ ხდება, დედის გინებაზე გადადიან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, პრეზიდენტის პაუზამ მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნება“ და რადიკალური ოპოზიცია პოზიციაში ერთმანეთს დაემთხვა.
დასმულ შეკითხვაზე, როგორია მათი პოზიცია და სურთ თუ არა ფარცხალაძეს შეუწყდეს მოქალაქეობა, ოდიშარიამ უპასუხა: „ჩვენ არც გვინდა და არც არ გვინდა“.
ოდიშარიას თქმით, სამართლებრივად პრეზიდენტის გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, რადგან მიუხედავად მოქალაქეობისა, პირი [ოთარ ფარცხალაძე] ქართული მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს.
„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ელოდებოდა დაუყოვნებლივ იუსტიციის სამინისტროდან შესაბამის დასკვნას, რის საფუძველზეც მოახდენდა იმწუთასვე მოქალაქეობის გაუქმებას ფარცხალაძისთვის.
„მორჩით ახლა სისულელეებს, ვის მხარეს ხართ?! ყველა გადამწყვეტ სიტუაციაში „ოცნებისკენ“ დგახართ - ან დიდძალ ფულთან გვაქვს საქმე, ან ქვეყნის ინტერესების გაყიდვასთან“ – ვაშაძე პრეზიდენტს
„არგუმენტი, რომელიც მოვისმინეთ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფრო მარტივად მიეცემა როგორც საქართველოს მოქალაქე, არის ტყუილი არგუმენტი“.
იუსტიციის სამინისტრომ ბუნებრივია, აღასრულა პრეზიდენტის მოწოდება და მას უმოკლეს ვადაში, მეორე დღეს მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ამის შემდეგ პაუზამ გამოიწვია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და უფრო სწორად, ამ პაუზამ მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნება“ და რადიკალური ოპოზიცია ამ პოზიციაში დაემთხვა ერთმანეთს.
ბუნებრივია, ჩვენ კორექტულად ვსაუბრობთ ამის შესახებ და გვაინტერესებს ობიექტური მიზეზები. რადიკალური ოპოზიცია მას ბრიყვს, არაკვალიფიციურს უწოდებს და შეურაცხყოფას აყენებს, როგორც ამას აკეთებდნენ არჩევნების დროს.
როცა სჭირდებათ ქალბატონ სალომესთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან, რომ რაღაც სამაგალითოდ არ ხდება, იმწუთასვე გადადიან დედის გინებაზე“, – განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება თემას, ოდიშარიას თქმით, სამართლებრივი საკითხი და ფაბულა განიმარტა, რომ ეს ერთი მეორეს არავითარ შემთხვევაში არ უშლის.
„ნებისმიერი მოქალაქე თუ ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, აგებს კიდეც პასუხს სრული სიმკაცრით ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
ახლა ჩვენ ვარაუდი გვაქვს, რომ მიზანია დღის წესრიგში დარჩეს ეს თემა და რადიკალურ ოპოზიციას მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან მარტივად შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება.
მას შემდეგ, რაც სუსი დაამთავრებს მოკვლევას და გაკეთდება დასკვნები, მართლმსაჯულების საფუძველზე, ქართული ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოხდება მისი დასანქცირება ან არა.
თქვენ მკითხეთ, რატომ გინდათ მოქალაქეობა შეუწყვიტოთო და ჩვენ არც გვინდა და არც არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ მივყევით ქალბატონი სალომეს განცხადებას, რომელმაც მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს, მისთვის გადაეცა დოკუმენტია, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ ჩამოართმევდა მოქალაქეობას.
ეს რომ არ მოხდა, 3-დღიანმა პაუზამ გამოიწვია ის, რომ ოპოზიცია გადავიდა კვლავ მის ლანძღვაზე, „ქართული ოცნებაც“ დარჩა გაკვირვებული და გაჩნდა ლეგიტიმური შეკითხვები, რადგან ეს სამართლებრივად არ უშლის ფარცხალაძის მიმართ პროცესუალური თემების განხორციელებას და მეორე საკითხია, ეს რატომ ხდება.
თუ ანალიზს გავაკეთებთ, ეს გამოიწვევს იმას, რომ საკითხი დარჩება დღის წესრიგში და პარაზიტული პოლიტიკური პარტიები დაასხდებიან ისევ ამ თემას, რადგან სხვა თემა არ აქვთ“. – განაცხადა ოდიშარიამ.