LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი: „პატრიოტი“ საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის ისეთი გულმხურვალე ქომაგია, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უუქმებს.. რა ქნას, პიარის თვალსაზრისით ასე აწყობს“

151
Untitled design (1)

„პატრიოტი“ საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის ისეთი გულმხურვალე ქომაგია, რომ ოთარ ფარცხალაძეს, მიუხედავად მკაცრად გაწერილი პროცედურებისა (არ დაგავიწყდეთ, რომ ესეც ანტიკონსტიტუციურია) არ უუქმებს საქართველოს მოქალაქეობას და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველი პრეცედენტი, როდესაც ამერიკის სანქციები მიემართება საქართველოს მოქალაქეს, დარჩეს ასეთივე ფორმულირებით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ამ ეტაპზე – თუ ფარცხალაძე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”-პრეზიდენტის ადმინისტრაცია

როგორც წილოსანი აღნიშნავს, „პრეზიდენტს პიარის თვალსაზრისით ასე აწყობს“.

„რა ქნას, პიარის თვალსაზრისით ასე აწყობს. მიუხედავად იმისა, რომ ფარცხალაძეს თურმე დიდი ხანია რუსეთის მოქალაქეობა აქვს და, წესით, უნდა ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა, ურჩევნია ასე დარჩეს – საქართველოს მოქალაქეს დაუწესდა ამერიკული სანქციები.

იხილეთ მისი ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება, როცა იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვდა მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განაცხადით მიემართათ მისთვის, რათა მყისიერად დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

 

“პატრიოტი” საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის ისეთი გულმხურვალე ქომაგია, რომ ოთარ ფარცხალაძეს, მიუხედავად მკაცრად…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on შაბათი, 23 სექტემბერი, 2023

 

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 22 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.

გიგა ბოკერია – აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა სალომე ზურაბიშვილისგან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g