LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვევები, რომლებიც ორგანიზმის დაბერებას აჩქარებს

85

დიეტოლოგებმა დაასახელეს ის ჩვევები, რომლებიც ორგანიზმის დაბერებას აჩქარებს. ამერიკელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საკვები გარდა წონისა, ასევე ადამიანის განწყობაზე, გარეგნობაზე და ბევრ სხვა დეტალზეც ახდენს გავლენას. იმ ადამიანთა რაოდენობა კი რომლებიც საკვებს თავისით იმზადებენ – ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. მზა საკვების პოპულარობა კი პირიქით უფრო და უფრო იზრდება. „ფასტ ფუდი“ რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია ეს სიახლე არავისთვის არ არის. როგორც მედიკოსებმა დაადგინეს, ის დიდი რაოდენობით ფოსფატებს შეიცავს, ეს ნივთიერება კი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უჯრედების აქტიურობას ზრდის და დაბერების პროცესს ასწრაფებს.

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ასევე ერთ-ერთი მავნე ჩვევაა. სპირტიანი სასმელები სისხლძარღვებს აფართოებენ, კანი ჯანსაღ ფერს კარგავს და ქრონიკულად წითელი ხდება.

აღსანიშნავია ასევე, რომ დიდი რაოდენობით შაქრისა თუ სხვა ტკბილეულის მიღებაც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია და გარდა ამისა, ადამიანის დაბერების პროცესიც უფრო აქტიური ხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები