LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაფრენ მასზე, თან შენია და თან შენი არაა.. ბებიობამ უფრო ახალგაზრდობისკენ წამიყვანა, უფრო მომანდომა, ვიყო ფორმაში“ – ლიკა კვარაცხელია ბებიობაზე

3476
ფორტუნა - 2023-09-27T234537.244

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ სტუმრად მოდელი ლიკა კვარაცხელია იმყოფებოდა, რომელმაც ისაუბრა, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, მას შემდეგ, რაც ბებია გახდა.

„დედაჩემი ძალიან მანებივრებდა, როგორც კი დამჭირდებოდა, ვურეკავდი და მაშინვე მოდიოდა, მაგრამ მე ამ ყველაფრისთვის დრო საერთოდ არ მაქვს და ჩემი შვილი არც მაწუხებს. იმდენად მაწუხებს სინდისი, რომ მეც იგივეს არ ვაკეთებ, ვამბობ, რა ბებია ვარ – მეთქი“. – ამბობს ლიკა კვარაცხელია.

ლიკა იხსენებს რა ისწავლა მისი ბებიისგან.

„ჩემი ბებიისგან ვისწავლე თმის დაწვნა, მეც ახლა იგივეს ვაკეთებ. ბებია მივლიდა, მაჭმევდა და მეგრულს მასწავლიდა, სულ მეგრულად მელაპარაკებოდა“. – იხსენებს ლიკა და დასძენს:

„ვაფრენ მასზე, თან შენია და თან შენი არაა. ბებიობამ უფრო ახალგაზრდობისკენ წამიყვანა, უფრო მომანდომა, ვიყო ფორმაში, მეტი ვივარჯიშო“, –  ამბობს  ლიკა კვარაცხელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g