LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტო მცხოვრებმა 102 წლის ქალმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო ახსნა

118
Capture

102 წლის ქალმა იამაიკიდან, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო გაამხილა. ამაზე წერს Jamaica Star.

მირტლ სმიტი ქალაქ კინგსტონიდან 1921 წელს დაიბადა. ქალმა მთელი ცხოვრება ფოსტაში იმუშავა და განყოფილების უფროსიც კი ყოფილა. მან 5 ქალიშვილი გაზარდა და კიდევ სამი ისეთი, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს. ორი მათგანი გართობის დარგში ცნობილი პიროვნება გახდა.

მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ქალი დამოუკიდებლად ცხოვრობს. ის სახლსაც ალაგებს და ბაზარშიც დადის. სმიტმა სწორი ვეგეტარიანული დიეტა დაასახელა ხანგრძლივი სიცოცხლის მიზეზად:
„საერთოდ არ ვჭამ ხორცს, სამაგიეროდ ბევრ ბოსტნეულს. არ ვიყენებ ქოქოსის ფხვნილს, თავად ვწურავ ქოქოსს“, – თქვა ქალმა. ის ხშირად იმზადებს რაგუს, რომელშიც მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული შედის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები