ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქი ოზურგეთი დაიტბორა. უხვმა ნალექმა დააზიანა ქალაქის ქუჩები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
მოვარდნილმა წყალმა დააზიანა ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრეების პროდუქცია.
სტიქიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და მოქალაქეებს მიმართავს:
„ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ყველა სამსახური.
ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 511 240 040“, – წერია მერიის განცხადებაში.
ადგილობრივი მედია სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
სტიქიის შედეგები სოფელ ნაგომარში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
Posted by ტელეკომპანია “გურიაtv”/tv company – guriatv on ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2023