LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი“ – სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის 

254
Untitled design (8)

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩუგოშვილმა კობახიძეს კითხვებზე პასუხი შეაწყვეტინა, სასამართლოს მიმართა და თქვა, რომ კობახიძე ლექციას კითხულობს, ერთსა და იმავეს იმეორებს და სატელევიზიო „მესიჯებით“ საუბრობს.

მისი თქმით, „სასამართლო უსმენს საკითხებს, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია კითხვებს“.

„გარკვევა მინდა იმის, ჩვენც მოგვეცემა თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ სამი საათის განმავლობაში ვიკითხოთ ლექციები, ვიმეოროთ ერთი და იგივე?!“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო „მესიჯი“ ან ლექცია.

მით უმეტეს, არც პოლიტიკოსი ხარ. პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება, მაგრამ არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი.

საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ. სირცხვილია. ღირსების ამბავია ეს ყველაფერი“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ ჩუგოშვილს.

„თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს, მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი,  კონსტიტუციის თანაინიციატორი და მხარდამჭერი“ – თამარ ჩუგოშვილი 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ თამარ ჩუგოშვილს მიმართა, რომ წარდგინების ავტორების მოსმენის შემდეგ შეკითხვებზე პასუხი პრეზიდენტის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

„ჩვენი მუშაობის სტრუქტურა იქნება ასეთი:  მას შემდეგ, რაც მოვუსმენთ წარდგინების ავტორებს, მოგეცემათ სიტყვა შეკითხვებზე პასუხისთვის და შეიძლება უფრო მეტი ხანიც გაგრძელდეს“,– განაცხადა მერაბ ტურავამ.

„როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად“ – ირაკლი კობახიძე

„პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, აბსურდის მტკიცება უწევთ“ – კობახიძე

 

magti 5g