LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ“ – ირაკლი კობახიძის პასუხი მაია კოპალეიშვილს, რომელმაც მას თვითკმაყოფილი უწოდა

210
Untitled design (7)

„თქვენ ძალიან თვითკმაყოფილებით გამოირჩევით, ბატონო ირაკლი,“ – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის არსებითი განხილვის ფარგლებში.

კოპალეიშვილის მიმართვას კობახიძემ ასე უპასუხა:

„დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ.“

განცხადება მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ პროცესი სწორად მიჰყავს.

„ბოდიში, რომ სწორად მიმყავს პროცესი,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ უკვე მესამე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა გრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი პროცესს არ ესწრება.

„მთავარია ბატონ ირაკლის არ აქვს პრეტენზია, იყოს კონსტიტუციის მამა“ – მაია კოპალეიშვილი

„პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, აბსურდის მტკიცება უწევთ“ – კობახიძე

„გამაცნეს კოპალეიშვილის პოზიცია, აბსოლუტურად უსუსური მსჯელობაა.. სერიოზულად ვერც განვიხილავ ამ ე.წ არგუმენტებს“ – ირაკლი კობახიძე  

magti 5g