LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველად საერთაშორისო კონფერენცია Uniting Business Europe გაიმართება

129
კონფე

9-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით, საქართველოში პირველად, საერთაშორისო კონფერენცია Uniting Business Europe, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონული ფორუმი და ყოველწლიური, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის ????“ გაიმართება.

მდგრადი განვითარების მიზნების უფრო ეფექტიანად მიღწევისთვის კონფერენცია გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს ლიდერებს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას.

კონკურსის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ გამარჯვებულებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით გამოავლენს. წელს თითოეულ ნომინაციაში ორი გამარჯვებული დასახელდება, რომელთაგან ერთი მსხვილი, მეორე კი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი იქნება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჟურნალისტებს შორისაც ნომინაციაში „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“.

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. მისი სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებაროებს და 62 ქვეყნის 23 ათასზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

magti 5g