LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გახლიჩა უსამართლობამ, უზნეობამ, ღირებულებებისგან დაცლამ – არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა გამორიცხულია

147
ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „უსამართლობამ, უზნეობამ, ღირებულებებისგან დაცლამ „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გახლიჩა, არაფორმალური მმართველობის ქვეშ კი ერთობა გამორიცხულია“.

აღნიშნული განცხადება ნიკა მელიამ, პარტიის წევრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ გაცილებით უფრო მეტი თანამოაზრე ჰყავს იმ სიმართლეს და იდეას, რომელსაც წლებს განმავლობაში ემსახურება შეხვედრაზე მყოფი ხალხი და კატეგორიული მიუღებლობა აქვს, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობს“ ახალია მენეჯმენტის და არაფორმალური მმართველობისადმი.

მისი თქმით, შეხვედრები გაგრძელდება ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ყველა საკითხზე,პირდაპირ გეტყვით, ბევრი ადამიანი უკვე აყენებს საკითხს, რომ ბრძოლა რეჟიმის,ივანიშვილის წინააღმდეგ შეუძლებელია იმ პლატფორმიდან, რომელსაც წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოესი პერიოდი ყველა ადამიანთან შესახვედრად გამოვიყენოთ, მათ შორის მსგავს ფორმატში სხვადასხვა ქალაქებში. ასევე უახლოეს პერიოდში უფრო მასშტაბურ ფორმატში შევიკრიბებით, სადაც უკვე საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ეს სტატუს-კვო, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი, რაც აუცხოებს პარტიის ათი ათასობით მხარდამჭერს, მეტიც, ისინი თანამშრომლობას გამორიცხავენ იმ ადამიანებთან, რომელთა გვარს და სახელს მე თვეების განმავლობაში ვახსენებდი და არცთუ ისე უსაფუძვლოდ, რა თქმა უნდა გადაწყვეტილება ადეკვატური იქნება. თუ შეისმინა იმან, ვინც უნდა შეისმინოს, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შანსი ერთობა ან ერთობაზე საუბარი კვლავ შესაძლებელი გახდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, პარტიის წევრზე და მხარდამჭერზე. კიდევ უფრო მეტი რამ არის დამოკიდებული იმ ხალხზე, ვინც პარტიის მართვის სადავეები მიიტაცა და მე მგონი, დღეს იქით მაინც პროპაგანდისტულ გზავნილს ვერავინ ვერავის აკადრებს, რომ თითქოს ვიღაცამ არჩევნები წააგო, განაწყენდა და ამიტომ ვართ თითქოს ოპოზიციაში. ჩვენ ოპოზიციაში ვართ უსამართლობასთან, უღირსობასთან, არაფორმალურ მმართველობასთან. ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთობა სწორი ხალხის ერთობის სახით, ერთობა სადაც არსებობს ხალხის ინტერესი და არა ფულიანი ადამიანების, მილიონერთა კლუბის წარმომადგენელთან ინტერესი.ეს ერთობა ჩემთვის არის ძვირფასი.

9 თვეა პარტიას ხლეჩენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დაესხას. ეს მათდა სამწუხაროდ თუ სასახელოდ, არ ვიცი, როგორც უნდა ისე გაიგონ, გამოუვიდათ. ამის მიუხედავად ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ,რომ შესაძლებელი გახდეს ყველა პატრიოტის ერთობა. სწორმა ადამიანმა,ვინც კი, არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმაში თავი უნდა იგრძნოს მართალ ადამიანად და არა,. არაფორმალური მმართველების მიერ მართულად“, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g