LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ თავს იკატუნებს, ეჭვი არ მეპარება იმპიჩმენტისთვის ხმებს იპოვის – დარწმუნებული ვარ, დღე და ღამე ვაჭრობა მიმდინარეობს, ეჭვმიტანილი ენმ-ის წევრები არიან“ – ელისაშვილი

150
ალეკო ელისაშვილი

„ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ჰქონდეს. ეჭვი არ მეპარება, სათანადო ხმებს მოაგროვებენ“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის მისწრაფებები მშვენივრად იციან და ისეთი რამის შეთავაზება შეუძლიათ, რაც მათთვის მომხიბლავი იქნება.

ვიდეო: „რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება“ – სალომე ზურაბიშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესზე

„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თურაზაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის.

დავით ბერძენიშვილი: „ბიძინა ივანიშვილი შეცდა: არც გიორგი აღმოჩნდა პლასტილინი და არც სალომე ჯიბის პრეზიდენტი - ჩვენ სალომეს ვგულშემატკივრობთ!“

„გვახსოვს ბილბორდები, სადაც სახელი და გვარი ეწერა სალომე ზურაბიშვილის, მაგრამ სახე იყო კობახიძისა თუ ივანიშვილის.“

რა თქმა უნდა, ოპოზიციაში იპოვიან ხმებს. ეჭვმიტანილი არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი სიით გასული დეპუტატები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, როცა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო, 95-96 ხმა დაფიქსირდა. ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე

„თუ „ქართული ოცნების“ ქცევებს დავაკვირდებით, ყველაზე საშიშები მაშინ არიან, როცა თავს იკატუნებენ. ახლაც თავს იკატუნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ. სინამდვილეში კი, დარწმუნებული ვარ, დღე და ღამე მოლაპარაკება, ვაჭრობა მიმდინარეობს.

ოპოზიციაში სხვადასხვანაირი ხალხია და მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ მათი სურვილები, მიზნები და მისწრაფებები მშვენივრად იციან და ისეთი რამის შეთავაზება შეუძლიათ, რაც მათთვის მომხიბლავი იქნება“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ უნდა ახსოვდეთ, რომ ვიქტორ ორბანი ასევე მონდომებით ემეგობრებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მთლად გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან“ – ალეკო ელისაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები