პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქალიშვილი მარიამი გაქრისტიანდა.
ნათლობის ფოტო და ვიდეო კადრები სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ეს კი პირველი სურათი გაქრისტიანებულ მარიამთან”, – დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე პრეზიდენტმა.
მარიამის ნათლობა წმინდა ნინოს ეკლესიაში გაიმართა.
ცნობისთვის, თეიმურაზ გორჯესტანს ფრანგი მეუღლე ჰყავს. მათ ჯვარი 2018 წელს ყაზბეგში დაიწერეს.