გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოლცი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა ოფიციალური პირებთან გამართავს შეხვედრებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ელი კოენის განცხადებით “მიესალმება მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც ადასტურებს, რომ გერმანია ისრაელის სახელმწიფოსთან გვერდში დგას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მის ძალისხმევებს უჭერს მხარს”.
აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის, იორდანიის, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.