LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეაპოლის მეტროში ჯუნგლები გაჩნდა

51

ნეაპოლის მეტროში ჯუნგლები გაჩნდა, უფრო კონკრეტულად კი პიაცა ჰარიბალდის სადგურზე ეგზოტიკური ბაღი სახელად Jungle Experience გაშენდა. აღნიშნული მეტროს სადგური იტალიაში სიდიდით მესამეა. მის გამწვანებაზე კი ფრანგმა ლანდშაფტის დიზაინერმა დომინიკ პერომ იზრუნა.

200 მცენარე რომელიც მთელი მსოფლიოდან შეაგროვეს მეტროს სადგურის მგზავრებს 9 აგვისტომდე დაატკობობენ. დროებით ჯუნგლებში გაშენებულია მექსიკური პალმები, ლიანები, ავსტრალიური ფიკუსები, გვატემალური ყვავილები და ა.შ.

ზაფხულის სიცხისგან დასვენება სიგრილესა და მცენარეებში უფასოა – 09:00 საათიდან 19:00 საათამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები