რაჭაში, სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა სოციალურ ქსელში შვილის შესახებ წერს.
როგორც ია მერებაშვილი აღნიშნავს, „დავითისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო დამოკიდებულება და განწყობა ადამიანების მიმართ, ასევე ის თუ როგორ განვითარდებოდა პროფესიულად, რა შესაძლებლობებს მისცემდა დამქირავებელი და როგორ გარემოში იმუშავებდა“.
ია მერებაშვილი მადლობას უხდის კომპანიას და გუნდის წევრებს, რომლებმაც დავითს შესაძლებლობები მისცეს „ეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა“.
„დავითმა თვისი ცხოვრების ძალიან მცირე დროში ბევრი თუ არა, საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო კარგი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და პირნათლად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა. დავითი არ ერიდებოდა სამსახურში კონტრაქტის გაწყვეტას, თუ მისი დამსაქმებელი არ იქნებოდა იმ ღირებულებების მატარებელი, რა ღირებულებებიც თავად ჰქონდა.
„საქართველოს ბანკი“ ერთ-ერთი სამუშაო ადგილია, სადაც დათო ბოლო დროს მუშაობდა და აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა. მადლობა მისი გუნდის წევრებს დავითისთვის მიცემული ყველა შესაძლებლობისთვის“, – წერს ია მერებაშვილი.
დავითისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო დამოკიდებულება და განწყობა ადამიანების მიმართ, ასევე ის თუ როგორ…Posted by Ia MerebaSvili on Friday, October 20, 2023