ჰამასმა ორი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN დიპლომატიურ და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ჰამასმა ორი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა – დედა და ქალიშვილი.
ისინი წითელ ჯვარს გადასცეს.
წყაროების ცნობით, მათი გათავისუფლება „ჰუმანიტარულ საფუძველზე“ მოხდა, ვინაიდან დედა ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ინფორმაცია ისრაელმა დაადასტურა.
ირკვევა, რომ გათავისუფლებული ამერიკელები ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან იმყოფებიან.
ასევე იხილეთ:
„გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დამაბრუნოთ სახლში..“ – „ჰამასმა“ მძველის პირველი ვიდეო გამოაქვეყნა
ისრაელის თავდაცვის ძალები: ჩრდილოეთ ღაზა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა