ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღაზაში მძევლად სულ მცირე 199 ადამიანია აყვანილი.
აქამდე ცნობილი იყო 155 მძევლის შესახებ.
თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის თქმით, 199-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია, ხოლო საზოგადოება ნაწილობრივ ფლობს ინფორმაციას „ჰამასის“ მიერ ღაზის სექტორში მძევლების ადგილსამყოფელის შესახებ.
„ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სად არიან მძევლები ღაზაში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია… ჩვენ არ განვახორციელებთ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხალხს,“ – აღნიშნავს ჰაგარი.
ისრაელის თავდაცვის ძალები: ჩრდილოეთ ღაზა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა