LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჟვანია: ბოლომდე იმედი გვქონდა, რომ შეიძლებოდა თამარი გატაცებულებში ყოფილიყო..

415
Untitled design (3)

ჰამასის თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი თა­მარ გოლდბერ­გი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას, ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია „რუსთავი2“-თან საუბრისას ეხმაურება და აცხადებს, რომ „იმედი ჰქონდათ, რომ თამარი გატაცებულ ადამიანებს შორის იყო“.

„14 დღის შემ­დეგ ღმერ­თმა წა­მარ­თვა იმე­დი, რაც მქონ­და“ – ჰამასის თავდასხმის დროს დაკარგული ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

„ჩვენ პარასკევს საღამოს მივიღეთ სამწუხარო ცნობა თამარ გოლდენბერგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ შეატყობინა ოჯახს ამის შესახებ. ჩვენ ბოლომდე იმედი გვქონდა, რომ შეიძლებოდა გატაცებულებში ყოფილიყო და ჩართული ვიყავით სრულად პროცესში“, – აცხადებს ლაშა ჟვანია.

ლაშა ჟვანია: კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, ყველა მათგანი ჩვენი კონტროლის ქვეშაა.. აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g