საფრანგეთის სასამართლომ ავტოფარეხის წინ პარკინგი აკრძალა. ამიერიდან, სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხის წინ გაჩერება დაჯარიმდება და ეს თავად ავტოფარეხის მფლობელებსაც ეხებათ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ავტომფლობელმა მანქანა ისე გააჩერა, რომ ავტოფარეხისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტა. ეს სამართალდამცავებმა შეამჩნიეს და მამაკაცს ჯარიმა გამოუწერეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ დაჯარიმებული ფრანგი ავტოფარეხის მფლობელი თავადვე იყო, თუმცა ამას უკვე აზრი აღარ ქონდა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ სიახლემ უკვე კანონის ფორმა მიიღო.