„სამნიძე თავის განცხადებაში გულისხმობდა კონკრეტულ სუბიექტებს: „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“ და გვარამიას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია, თუმცა, დეტალებს ის არ აკონკრეტებს, მაგრამ ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არამარტო… ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს გუშინ ჰქონდათ აღიარების დღე.
სამნიძის განცხადებაც არის ერთ-ერთი აღიარება.
ჩვენ თვეებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიცია ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ,“ – აღნიშნა კობახიძემ.