LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოლეგებს ვეტყვი, შეწყვიტონ დამაზიანებელი გზავნილები.. პარტნიორები გვეუბნებიან, რომ დახურული კარის მიღმა, ოპოზიციის წევრები, კანდიდატის სტატუსის გადავადებაზე საუბრობენ“ – ხათუნა სამნიძე

117
Untitled design

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.

გვყავს ჩვენს რიგებში [ოპოზიციაში], სამწუხაროდ, დაგროვდა ეს ინფორმაცია, ვფრთხილობდით, მაგრამ უკვე მოვიდა ის პერიოდი, როდესაც ყველა გზავნილს მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ თქვენგან გზავნილები არ არის ერთმნიშვნელოვანი, ერთიანი.

ეს არის პრობლემა. „ქართული ოცნება“, რომელიც ამ პროცესში მთლიანად მავნებლობს და ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ თურმე უნდა გადავადდეს გადაწყვეტილების მიღება და არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. ამას ჩვენი კოლეგები აკეთებენ. არიან ასეთები ოპოზიციაში.

ოპოზიციაში, ვისაც ასეთი პოზიცია აქვს, თვლის რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან.

პირველ რიგში, შეწყვიტონ ეს ამბავი. მეორე მხრივ, საჯაროდ რატომ არ ამბობენ? იციან, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ოპოზიციისგან ელოდება, რომ ერთიანი გზავნილი ექნება, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და სტატუსის პირობებში ჩავატაროთ არჩევნები, სადაც გაცილებით მეტი იქნება მონიტორინგი, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები.

ამ პროცესში, ხელისუფლებაც მავნებლობს და ამავე დროს ოპოზიციაშიც მიიჩნევენ, რომ „ჯერ არჩევნები გვინდა და მერე სტატუსი“. არავითარ შემთხვევაში! ეს არ არის გამოსავალი. ბიძინა ივანიშვილი უფრო ძლიერი იქნება თავის ანტიდასავლურ გზავნილებში, თუ ამ ქვეყანას არ ექნება სტატუსი“,- განაცხადა სამნიძემ.

კითხვაზე, ვინ ავრცელებს მსგავს გზავნილებს, სამნიძის თქმით, მას არ აქვს უფლება დაასახელოს ეს ადამიანები.

„ამას არ აქვს მნიშვნელობა. არ მაქვს უფლება დავასახლეო ეს ადამიანები. ვისაც ელაპარაკებიან დახურულ კარს მიღმა, შეწუხებულები გვეუბნებიან, რომ ჩვენც ვერ დავასახელებთო, იმიტომ რომ დახურულ კარს მიღმა საუბარია.

ამ კოლეგებს ვეტყვი, რომ შეწყვიტონ ამ პროცესის დამაზიანებელი გზავნილები.

ახლა , ეროვნული დონის იდეა უნდა იყოს სტატუსის მიღება იმიტომ, რომ ეს ფანჯარა ცოტა ხნით არის ღია და თითოეულ „მესიჯზეა“ დამოკიდებული თუ რა მოხდება“,- განაცხადა სამნიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები