უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, მიმდინარე წლის ბოლოს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, „უკრაინამ ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაცია შეასრულა“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება მთელი ევროპის მომავალსაც განსაზღვრავს.
„ან მთელი ევროპა გაიმარჯვებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, და მომავალში – საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ, ყველა თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ აუცილებლად გაიმარჯვეთ“, – განაცხადა მან.