LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში Porsche Cayenne-ს პირველი ფოტოები გამოჩნდა

96

ქსელში ახალი Porsche Cayenne-ს პირველი ფოტოები გამოჩნდა და ის ძველი მოდელის ანალოგიურად გამოიყურება. პორტალ „Motor 1”-ის ინფორმაციით, ახალი თაობის პორშეს ექსტერიერისა და სალონის ამახველიკადრები ერთ-ერთ ბრიტანულ საიტზე გამოქვეყნდა, თუმცა ბრენდის მითითებით მალევე წაშალეს. როგორც კადრებში ჩანს, სიახლე ძალიან ჰგავს თავის წინამორბედს და ორი მოდელის ერთმანეთისგან განსხვავება ერთი შეხედვით რთულიც კია. ხოლო, რაც შეეხება ინტერიერს, მან გარკვეული ცვლილებები განიცადა, განახლდა მულტიმედიური კომპლექსი, საჭის დიზაინი თუ სხვა პატარ-პატარა დეტალები.

შეგახენებთ, რომ სიახლე MLB Evo-ს პლატფორმაზეა შექმნილი და მას სავარაუდოდ, 700 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდული სისტემა ექნება. ქროსოვერს საზოგადოება სექტემბერში, ფრანქფურტის ავტოშოუზე იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები