LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-ს აშშ-ში მონოპოლიის შექმნაში ადანაშაულებენ

103
ქირიას NEWS შაბლონი (5)

Porsche-ს წინააღმდეგ აშშ-ში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. ავტომობილების მფლობელები კომპანიას ტექნიკური მომსახურების სფეროში ხელოვნური მონოპოლიის შექმნაში ადანაშაულებენ.

როგორც გამოცემა Car Complaints წერს, საქმე Porsche Cayenne-ის მფლობელის საჩივრით დაიწყო. მისი თქმით, ზეთის შეცვლის შემდეგ დამოუკიდებელ ავტოსერვისში მექანიკოსებმა სერვისის ინტერვალის ინდიკატორის განულება ვერ შეძლეს, რადგან Porsche-ს პროგრამულ სისტემაზე წვდომა შეზღუდული აღმოჩნდა.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კომპანია განზრახ ბლოკავს არაოფიციალური სერვისცენტრებისთვის დიაგნოსტიკურ პროგრამებსა და კალიბრაციის ინსტრუმენტებზე წვდომას. მათი განცხადებით, ეს მძღოლებს აიძულებს, ყველაზე მარტივი ტექნიკური სამუშაოებისთვისაც კი მხოლოდ ოფიციალურ დილერებს მიმართონ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მსგავსი პრაქტიკა 2021 წლიდან გამოშვებულ თითქმის ყველა Porsche-ს მოდელს ეხება. მოსარჩელეების აზრით, კომპანია და მისი სადილერო ქსელი შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების მაღალი ფასები შეინარჩუნონ.

სარჩელის ავტორები სასამართლოსგან მოითხოვენ, რომ Porsche-მ დამოუკიდებელ ტექნიკურ ცენტრებშიც დაუშვას იგივე პროგრამული შესაძლებლობები, რაც ავტორიზებულ სერვისებს აქვთ.

კომპანიას ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები