დაღესტანში, მაჰაჩყალაში, პროპალესტინელი მომიტინგეები აეროპორტში შეიჭრნენ და ებრაელებზე თავდასხმას ცდილობდნენ. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ბრბო აეროპორტის ტერმინალში შეიჭრა. როგორც მედია აღნიშნავს, ბრბო ადგილზე მას შემდეგ შეიჭრა, რაც მათ ისრაელიდან ფრენის შესახებ შეიტყვეს.
როგორც მედია წერს, ჯგუფი ძირითადად პალესტინელი ემიგრანტებისაგან შედგებოდა.
არსებული ინფორმაციით, აეროპორტში დამატებითი უსაფრთხოების ძალები და რუსეთის ეროვნული გვარდიის დანაყოფები გაგზავნეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებენ, რომ „თვალს ადევნებენ დაღესტანში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის უსაფრთხოებას”.