საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ირაკლი ლექვინაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოს მხრიდან მიიღეს ინფორმაცია კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, მიღებული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე, განიხილეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები, მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები.
შეხვედრაზე, რომელსაც 50-მდე მონაწილე ესწრებოდა, წარმოდგენილი იყო საცალო ვაჭრობის, მედიკამენტებით ვაჭრობის, წარმოებისა და ტელეკომუნიკაციის სექტორები.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც კომპანიებმა მათთვის საინტერესო და პრობლემური საკითხების შესახებ კომპეტენტური პასუხები მიიღეს.