LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოაშორეთ ეს დოპინგით გაჟღენთილები: რუსეთს მოწინააღმდეგეები ემატება

35

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ მოწოდებას კიდევ 12 ანტისადოპინგო სააგენტო შეუერთდა. ისინი ითხოვენ აუკრძალონ რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა.

შესაბამისად, 28-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც რუსი ათლეტების 2018 წლის თამაშებიდან ჩამოშორებას ითხოვენ.

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისადმი მიმართვას ხელი მოაწერეს ავსტრიის, ავსტრალიის, კანადის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იაპონიის, ჰოლანდიის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, სინგაპურის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ახლა კი ამ ჯგუფს შეუერთდნენ ბაჰამის კუნძულების, ბარბადოსის, ბელგიის, ესტონეთის, ფლანდრიის (ბელგია), გვატემალას, ისლანდიის, პოლონეთის, პუერტო რიკოს, სან მარინოს, ესპანეთისა და შვეიცარიის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები