LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.. ეს არის აბსოლუტური აბსურდი“ – შალვა პაპუაშვილი 

121
შალვა

„ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ეს არის აბსოლუტური აბსურდი,“ – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ცდილობს, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და სააკაშვილის გათავისუფლება კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელი პირობები გახდეს. პაპუაშვილის ამას „კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბოლო გაბრძოლებას“ უწოდებს.

„12 პუნქტს დაამატებენ ახალ პირობებს.. სავარაუდოდ მოითხოვენ, რომ ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“ – რიკარდ იოზვიაკი

„თუკი მოითხოვდა, [რუსეთისთვის სანქციების დაწესებას] რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცათ ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები.

ამ გარანტიების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ევროკავშირი და არც ნატო, არავინ ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რადგან ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას (დათვლილია, რომ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ამ შემთხვევაში) და სამხედრო დაპირისპირების რისკს საქართველოში – რუსეთთან პირდაპირ, ირიბად, სხვადასხვა  ჯგუფების გამოყენებით,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

პოპულარულები