LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯილდო 20 000 ლარია..თუ ეს ეჭვები რეალობაა, ეს არის სასტიკი დანაშაული, ნუ შეგეშინდებათ სავარაუდო დანაშაულის მხილების, თქვენი ანონიმურობა დაცული იქნება“ – რა ინფორმაციას ავრცელებს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

769
BeFunky-collage

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ჯილდოს გადასცემს მას, ვინც გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ძაღლების ცოცხლად დაწვის ვიდეოკადრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავშესაფარი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  თუ ეს ეჭვები რეალობაა, ეს არის სასტიკი დანაშაული, დამნაშავეები უნდა იყვნენ მხილებულნი და მკაცრად დასჯილნი

„ჯილდო 20 000 ლარი მას, ვინც გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ძაღლების ცოცხლად დაწვის ვიდეოკადრებს.

ჯილდო დააწესა ჩემმა ორგანიზაციამ საზოგადოებისათვის საშიშ დამნაშავეთა მხილების მიზნით, რათა ისინი წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.

კახეთში, ბოლო 2 თვის განმავლობაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურჯაანის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური იჭერს ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს, გადაჰყავს გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარში და იქ არსებულ კრემატორიუმში ცოცხლად წვავს. თუ ეს ეჭვები რეალობაა, ეს არის სასტიკი დანაშაული, დამნაშავეები უნდა იყვნენ მხილებულნი და მკაცრად დასჯილნი. სწორედ ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნას  ემსახურება ჩემი ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯილდო.

მივმართავ გურჯაანის თავშესაფარის თანამშრომლებს, ნუ შეგეშინდებათ სავარაუდო დანაშაულის მხილების. თქვენი ანონიმურობა იქნება დაცული და ჯილდო გარანტირებული.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g