LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალური შანსი გვიჩნდება, რომ ღარიბები აღარ ვიყოთ.. ყელში ხომ ამოგვივიდა ეს მუდმივი გაჭირვება?!“ – ალეკო ელისაშვილი

214
BeFunky-collage (5) (1)

„პრაქტიკული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, რეალური შანსი გვიჩნდება, რომ ღარიბები აღარ ვიყოთ“, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რეკომენდაცია გაიცა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“ – რა გამოხმაურება მოჰყვა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ოპოზიციაში

ბექა ოდიშარია: მგონი, ჩვენზე უტიფარი ოპოზიცია არავის ჰყავს

„რეალური შანსი გვიჩნდება, რომ ამ წყეულ სიღარიბეს ოდესმე თავი დავაღწიოთ, რადგან სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენ სხვადასხვა ევროპულ ფონდზე წვდომის შესაძლებლობა გაგვიჩნდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის..

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსება და მერე ფეხზე დავდგებით, ყელში ხომ ამოგვივიდა ეს მუდმივი გაჭირვება?!“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

პრეზიდენტი: „ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტატუსის რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება, ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა – მომავალი ევროკავშირშია, გილოცავ საქართველო!“ – ჰერჩინსკი

magti 5g