LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გენიოსები იდეებს განიხილავენ, ჭკვიანები მოვლენებზე მსჯელობენ, ბრიყვები კი, ერთმანეთზე ჭორაობენ“ – ელეონორა რუზველტის ცნობილი გამონათქვამები

855
ელეონორა რუზველტი

ელეონორა რუზველტმა, რომელიც ოთხჯერ გახდა პირველი ლედი მეუღლის – ამერიკის 32-ე პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის წყალობით, პირველ რიგში საკუთარი საზოგადოებრივი საქმიანობით, ქალთა უფლებებისთვის და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლით გაითქვა სახელი.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ელეონორა რუზველტის ცნობილ გამონათქვამებს:

გენიოსები იდეებს განიხილავენ, ჭკვიანები მოვლენებზე მსჯელობენ, ბრიყვები კი, ერთმანეთზე ჭორაობენ.

მომავალი მას ეკუთვნის, ვისაც საკუთარი ოცნების სჯერა.

შიშის დასაძლევად ყოველდღე ის უნდა აკეთო, რისიც ყველაზე მეტად გეშინია.

თუ ერთხელ გიღალატა – მისი ბრალია, თუ მეორედაც გაბედა, მაშინ შენ ხარ დამნაშავე.

ვერავინ გაიძულებს იყო ცუდად თუ თვითონ არ მისცემ ამის უფლებას.

ყოველთვის ის უნდა აკეთო, რის გაკეთებასაც სხვა ვერასდროს შეძლებს.

ბედნიერება მიზანი არაა, ბედნიერება შედეგია კარგად ნაცხოვრები ცხოვრების.

არასდროს აურიო ერთმანეთში ცოდნა და სიბრძნე, რადგან ცოდნა ფულის შოვნაში გეხმარება, სიბრძნე კი, უკეთესი ცხოვრების შექმნაში.

გუშინდელი დღე – ისტორიაა, ხვალინდელი – გამოცანა, დღევანდელი კი – ბედის საჩუქარია, რომლის მიღება შენზეა დამოკიდებული.

ფულის დაკარგვა – ბევრის დაკარგვას ნიშნავს, მეგობრის დაკარგვა – უფრო დიდი დანაკარგია, იმედის დაკარგვა კი – ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს.

ხასიათის ფორმირება ადრეულ ბავშვობაში იწყება და მალევე სრულდება, მერე კი, ხასიათის მტვრევა იწყება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.

ყოველთვის უკეთესია აანთო სინათლე, ვიდრე გაუთავებლად წყევლო სიბნელე.

magti 5g