LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული რამდენიმე განკარგულება დამტკიცდა

134
New Project

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიციირებული განკარგულების პროექტი დამტკიცდა, რომელიც თოთხმეტი მოიჯარე პირისთვის ჯამურად 305 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები ხონის, ზუგდიდის, მცხეთის, დუშეთის, ხობის, გარდაბნის, აბაშის, გორის, სიღნაღისა და  საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მდებარეობს.

მოიჯარეებს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ქონების ღირებულების 75%-ის გადახდის საფუძველზე გადაეცათ. ჯამური საპრივატიზებო თანხა 3 085 206 ლარს შეადგენს.

სხდომაზე დამტკიცებულ განკარგულებებს შორისაა ქარისა და მზის ელექტროსადგურთა ორი პროექტიც. 30 მგვტ სიმძლავრის ქარის ჰიდროსადგურზე, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება, საჯარო და კერძო კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება გაფორმდება. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 45 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება მზის ელექტროსადგურს, მისი აშენებაც შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში იგეგმება. სადგურის სიმძლავრე 6259 მგვტ-ს, ხოლო ინვესტიცია 4,06 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

magti 5g