სულ მალე, ეკრანებზე გამოვა სერიალ „გვირგვინის“ ფინალური სეზონი. ცნობილია, რომ ბოლო სეზონი ორ ნაწილად გაიყო. პირველი პრინცესა დაიანას ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება, მეორე კი, ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის რომანს.
ლოს-ანჯელესში გამართულ პირველი ნაწილის პრემიერაზე გამოჩნდნენ ქეითისა და უილიამის როლის შემსრულებელი მსახიობები, მეგ ბელამი და ედ მაკვი. წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად მივიდა და მთელი საღამოს მანძილზე ერთად იყო. პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ მსახიობების განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც შესაძლოა, ახალი რომანის დასაწყისი გახდეს. დასავლური მედია უკვე წერს იმაზე, რომ შესაძლოა წყვილი უკვე ერთადაა, თუმცა, ჯერ ურთიერთობას მალავს.
უელსის პრინცესას როლის შემსრულებელი მეგ ბელამი ბრწყინავდა სტელა მაკარტნის მიერ შექმნილ ულამაზეს შავ კაბაში.
ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას „შურისძიების“ კაბით სერიალ „გვირგვინის“ პრემიერაზე