LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „2024 წლიდან პარლამენტის ყოფილი წევრების პენსიის ზედა ზღვარი 1000 ლარამდე გაიზრდება“

152
Untitled design (2)

2024 წლიდან საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 1000 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს არსებული სისტემით ანაზღაურების 1/3 არის პენსია, თუმცა ჭერი არის 560 ლარის ოდენობით. ეს ზედა ზღვარი იცვლება, ეს არის იგივე მუხლი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ.  ბევრ სეგმენტს ფარავს. ეს ჭერი 1000 ლარამდე იზრდება.

ასე რომ, პარლამენტის ყოფილ წევრებსაც შეეხებათ ეს ცვლილება. 1-ელი იანვრიდან პენსია 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. დღეს პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარი იმიტომაა, რომ დადგენილია ჭერი 560 ლარი. წესით უნდა იყოს ხელფასის 1/3, თუმცა ვინაიდან ჭერი 560-ია, ამას ვერ სცდება. ჭერი ბიუჯეტით 1000 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, პენსია იქნება 1000 ლარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g