პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც, „ოცნების“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია, რის გამოც ანა წითლიძემ ლევან მგალობლიშვილს ქაღალდები ესროლა“, საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება და გმობს ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას.
როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე“, რასაც მისი თქმით, „პარლამენტის თავმჯდომარისგან მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“.
„სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ – მორიგი უმსგავსობა.
კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ…Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on Friday, November 17, 2023