LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ოსკარის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს საკონკურსო ფილმის „მოქალაქე წმინდანის“ ჩვენება გაიმართა

142
Untitled design

ამერიკაში 2024 წელს კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმის – „მოქალაქე წმინდანის“ – ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფილმის ჩვენებას, რომელიც „სოჰო ჰაუზში“ გაიმართა, ამერიკის კინოაკადემიის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა ოდიშარია, საქართველოს კონსული სან-ფრანცისკოში დავით კურტანიძე, ფილმის რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი და პროდიუსერი ლაშა ხალვაში.

„ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მიღება და დისკუსია, რომელსაც გაუძღვა დევიდ ვოლაჩინსკი.

ფილმი გაცოცხლებული წმინდანისა და მაღაროელების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, რომლის მაცხოვრებლებსაც ჰყავთ წმინდანი და მისი ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ერთ დღესაც წმინდანი გაცოცხლდება და მოქალაქეებს შორის დაიდებს ბინას, მაგრამ ეს უჩვეულო მოვლენა მოქალაქეებს აწუხებთ და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა შესარჩევი კონკურსით ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ გამოავლინა. ფილმის რეჟისორია თინათინ ყაჯრიშვილი. ფილმმა შესარჩევ კონკურსში კომისიის ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა (12-იდან რვა ხმა). „მოქალაქე წმინდანი“ გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

აშშ-ში ოსკარის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს საკონკურსო ფილმის – „მოქალაქე წმინდანის“- ჩვენება გაიმართა

Posted by GNFC – Georgian National Film Center on Saturday, November 18, 2023

 

 

 

საქართველოს საკონკურსო ფილმის – „მოქალაქე წმინდანის“- ჩვენება აშშ-ში

აშშ-ში ოსკარის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს საკონკურსო ფილმის – „მოქალაქე წმინდანის“- ჩვენება გაიმართა

ამერიკაში 2024 წელს კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმის – „მოქალაქე წმინდანის“ – ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენებას, რომელიც „სოჰო ჰაუზში“ გაიმართა, ამერიკის კინოაკადემიის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა ოდიშარია, საქართველოს კონსული სან-ფრანცისკოში დავით კურტანიძე, ფილმის რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი და პროდიუსერი ლაშა ხალვაში.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მიღება და დისკუსია, რომელსაც გაუძღვა დევიდ ვოლაჩინსკი.

ფილმი გაცოცხლებული წმინდანისა და მაღაროელების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, რომლის მაცხოვრებლებსაც ჰყავთ წმინდანი და მისი ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ერთ დღესაც წმინდანი გაცოცხლდება და მოქალაქეებს შორის დაიდებს ბინას, მაგრამ ეს უჩვეულო მოვლენა მოქალაქეებს აწუხებთ და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა შესარჩევი კონკურსით ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ გამოავლინა. ფილმის რეჟისორია თინათინ ყაჯრიშვილი. ფილმმა შესარჩევ კონკურსში კომისიის ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა (12-იდან რვა ხმა). „მოქალაქე წმინდანი“ გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

Posted by GNFC – Georgian National Film Center on Saturday, November 18, 2023

 

 

პოპულარულები