LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი გოგიჩები! მისი შვილიშვილი და შვილთაშვილები დიდ ბებას და ბაბუს, ჰოლივუდის დიდ ეკრანზე, ოსკარზე წარდგენილ ფილმში ნახავენ“ – ნათია ბანძელაძე

363
Untitled design

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი – „მოქალაქე წმინდანი“, რომელიც საქართველოს სახელით ოსკარზე „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის“ ნომინაციაში იქნება წარდგენილი, საქართველოს კინოეკრანებზე უკვე გამოვიდა. მისი ხილვა მაყურებელს 26 ოქტომბრიდან შეუძლია.

„ოსკარის“ ნომინაციაზე საქართველოს კანდიდატ ფილმად თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“ დასახელდა

ფილმში ცნობილი მსახიობისა და ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის მშობლებიც მონაწილეობენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია ბანძელაძე წერს და აღნიშნავს, რომ მათ ფილმში ეპიზოდური როლი აქვთ, თუმცა სწორედ მათი პერსონაჟებით იხსნება ფილმის მთავარი ხაზი:

„ეს ჩემი ბიჭი და გოგოა! სოსიკო და ნანა, დიდი გოგიჩები! ძლიერები, საინტერესოები და ისევ შემოქმედებით წვაში. ამ ქვეყანას თითზე ჩამოსათვლელი სახალხო თუ დამსახურებული არტისტი დარჩა მათი თაობიდან. სოსიკო 86 წლის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და დღემდე აქტიური, მოქმედი გმირი სხვადასხვა მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში. ( 100-ზე მეტ ფილმში შექმნილი დაუვიწყარი გმირებით) და რაც მთავარია, მისი მონაწილეობით ფილმები ოსკარზე უკვე არაერთხელ იყო წარდგენილი!!!

 

 

გოგიჩას დედამ სასცენო ტაიმ-აუტი შვილიშვილებისთვის აიღო. მაშინ, როცა მისი სცენაზე გაელვებაც კი ყველაზე დასამასხსოვრებელ გმირებს ბადებდა სცენაზე, მარტო მკერავი ლენას პერსონაჟი რად ღირდა ამ ლეგენდარულ სპეკტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. ჰოდა, მიხარია და გიზიარებთ, გულწრფელად, რომ ახლა ყველაზე სწორ და სასიციცხლოდ მნიშვნელოვან ეტაპზე „ვაიძულეთ“, უარი არ ეთქვა არც ერთ კასტინგზე და შეთავაზებაზე.

გამოგვივიდა კიდეც და კიდევ ბევრი გამოგვივა… „მოქალაქე წმინდანში“ ეპიზოდური როლი აქვთ, მაგრამ აქაც კი მათი პერსონაჟებით იხსნება ფილმის მთავარი ხაზი… და რა მაგარია, იცით, ისევ მისი შვილიშვილი და შვილთაშვილები დიდ ბებას და ბაბუს, ჰოლივუდის დიდ ეკრანზე, ოსკარზე წარდგენილ ფილმში ნახავენ.

„მოქალაქე წმინდანი“ არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფი. კადრი, მუსიკა, მხატვრობა, შავ-თეთრ კინოში, რეჟისორის მიერ „გამკვეთრებული ფერები“ და ბეწვის ხიდზე სიარული! კინო, რომელიც ბევრს გიტოვებს და შენთან რჩება“, – წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.

 

#იოსებგოგიჩაიშვილი
#ნანაგოგიჩაიშვილი
ეს ჩემი ბიჭი და გოგოა! სოსიკო და ნანა, დიდი გოგიჩები! ძლიერები , საინტერესოები და…

Posted by Jesika Szikora on პარასკევი, 27 ოქტომბერი, 2023

 

შეგახსენებთ, 2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმად „მოქალაქე წმინდანი“ დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები